ენერგეტიკა

კაკულია: აუცილებელია გრძელვადიანი ხედვა კლიმატურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით

აუცილებელია გრძელვადიანი ხედვის არსებობა, რადგანაც, კლიმატური ცვლილებები და ყველა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ჰორიზონტზე ჩანს, პირდაპირ კავშირშია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ხედვა, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ წავიდეთ ამ სფეროში. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილებაა დაგროვილი, რასაც ასევე ორგანიზება სჭირდება. პარლამენტის ერთ-ერთი როლიც სწორედ იმაშიც მდგომარეობს, რომ შევძლოთ, სწორი მიმართულება მივცეთ იმ ენერგიას, რომელიც ამ სფეროში არსებობს. 

თქვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პარლამენტში, სადაც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. 

კომენტარები