ხორავას ქუჩის საქმე

ივანიშვილი: ხორავას ქუჩის საქმესა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, დიდი უზნეობაა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, ეს იყო დიდი უბედურება, მაგრამ ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელები, მე ვფიქრობ, რომ ეს უზნეობაა, გინდაც გნებავთ, მაღალი დონის ცინიზმია.

გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და მის მკვლელებს ხელი დააფარა სახელმწიფომ. ამ საქმეზე ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, პირველი ინსტანცია დასრულდა მხოლოდ. ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს ახერხებენ ზოგიერთები გირგვლიანთან გაავლონ, ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა, თუ გნებავთ, რამეთუ სახელმწიფოს არავითარი სურვილი არსად არ იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს, და დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ტელევიზიის წამყვანთან ინტერვიუს დროს.

კომენტარები