მარიხუანის ექსპორტი

ივანიშვილი მარიხუანის წარმოებაზე: გათვლებია, რომ შეიძლება $1 მლრდ-ზე მეტის ექსპორტი მოხდეს

კანონპროექტში, რომელიც შევიდა პარლამენტში, საუბარი იყო მარიხუანის წარმოებაზე, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით. იქ არსად არ ყოფილა საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე. 

რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა პარლამენტში (მეც ვმონაწილეობდი ამ კანონპროექტის განხილვაში), რენტაბელობაა ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს, ერთ, ორ და სამ წელში.

საზოგადოების შფოთვაზე ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროქტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან და თუ ვნახავთ, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი არასდროს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ, არ წავა არც ახლა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მარიხუანის წარმოებაზე.

კომენტარები