ივანიშვილი NGO-ებზე: ენმ-ის აქტივი შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში

სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ და მათ რიგში, ირაკლი კობახიძემაც კარგად იცის ფასიც და აზრიც სამოქალაქო საზოგადოების, მაგრამ თქვენ როდესაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ დღევანდელი წევრები გინდათ წარმოაჩინოთ ამ ნაწილში, რომლებიც ისევე და ისეთივე ტერმინოლოგიით თავს ესხმიან ხელისუფლებას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს არის აქტივი ჩვეულებრივად, ნაციონალური მოძრაობის აქტივი, რომლებიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშით თავს ესხმის თვითონ და საკმარისია მათ პასუხი გასცენ და იმ წუთში თავდასხმად თარგმნიან. არადა ყველაფერი ხდება პირიქით, ისინი არიან ისეთივე აქტიურები, ისეთივე პოზიციები აქვთ მათ და თანხვედრაში მოდიან ყველა გამონათქვამებთან ნაციონალურ მოძრაობასთან

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი კობახიძემ ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიად მოიხსენია. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი არ არის.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები