ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

უგულავა: ვხედავთ ძალიან შემაშინებელ, მაფიოზურ, "პახანურ" მმართველობას, ეს უნდა დავასრულოთ

გარდა იმ გამაოგნებელიდა შემზარავი არაადეკვატურობისა, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ეთერში, პირდაპირ შემაშინებელი არაადეკვატურობისა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ის მაფიოზური სისტემა, მართვის და ძალადობის, მთავრდება და აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება რომ, მთელი ის სიგარეტის საგა, რომელიც თავის თავში სასამართლო პროცესებსაც მოითხოვს, ანუ ფილიპ მორისთან დავას, წაგებას, დარიცხვას, შემდეგ მთელი აი ამ სქემას, სადაც ჩხარტიშვილი და ასე შემდეგ ხალხი მონაწილეობდა მთლიანად მისგან იმართება და მისგან გამოდის.

ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ეს ადამიანი ჩართულია ყველანაირ დეტალში ასეთი კორუფციული გარიგებების და ამავდროულად არაფერზე, რაც სახელმწიფოს სჭირდება და ხალხს სჭირდება იმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ჩვენ ვნახეთ ის რომ ის ჩართულია კვადრატული მეტრების ზომვაში საკუთარი ჩინოვნიკების სასახლეების და ამავდროულად არ იცის სოციალური დახმარების სისტემა როგორია დღეს ქვეყანაში ან ის, რომ მისი მთავრობას მეოთხე წელია უკვე პენსია არ გაუზრდია.

ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშინებელ მართვის სტრუქტურას, რომელსაც არაფერი არა აქვს დემოკრატიასთან, არაფერი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან, ეს არის ჩვეულებრივი, მაფიოზური, "პახანური" მმართველობა. ეს უნდა დავასრულოთ 28 ოქტომბერს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.

კომენტარები