ბოკერია: NGO-ების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბოლოს ასლან აბაშიძისგან გვახსოვს

ეს არის ავტორიტეტული, ბნელი რეჟიმებისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება ნებისმიერი ოპონენტის, ამ შემთხვევაში სამოქალაქო ჯგუფების მიმართ. ხელისუფლებას შეიძლება არ მოეწონოს ვიღაცის კრიტიკა, ან უპასუხოს, ან დააიგნოროს, რაც შეიძლება კარგი არ იყოს, მაგრამ ბევრგან ხდება.

[ეს ახასიათებს] იმ ტიპის რეჟიმებს, როგორიცაა პუტინის რეჟიმი - სადაც შეთქმულების თეორიებს აგებენ, ოპონენტებს ფაშისტებს უწოდებენ, ძირგამომთხრელ საქმიანობაზე საუბრობენ, დემონიზებას ცდილობენ. ამ გზაზე დააყენა ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა. ბოლოს ყველაზე მკაფიოდ ეს გვახსოვს ასლან აბაშიძისგან, შევარდნაძეც კი მთლად ასე არ იქცეოდა. 

ივანიშვილი ახლა აღარ დაპირებია ხალხს იმ სიცრუეებს, რასაც ადრე. უკვე კარგად არის ყველაფერი, უკვე კეთილდღეობაა, ოღონდ ტელევიზორები გამორთეთო. აი, რასაც დაპირდა: ოპონენტებს გავაჩუმებ და მაგათ თავის ადგილს მივუჩენო. უაღრესად სახიფათო, მაგრამ ლოგიკურად ჩვენთვის ცნობილ გზაზე აყენებს ივანიშვილი ამ ქვეყანას და 28 ოქტომბერს უნდა, რომ ეს ყველაფერი ჩააბეტონოს.

"ერვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან "ნაციონალური მოძრაობის აქტივი, რომლებიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები