ქართული ოცნება და მედია

კობახიძე: [ივანიშვილთან] დისკუსიისას ირღვეოდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი

ძალიან ცუდია, რომ ამ ფორმით წარიმართა ეს დისკუსია, როგორითაც წარიმართა და ხედავდით თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი და რამდენად ირღვეოდა ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამ დისკუსიის წარმართვის დროს, რაც არის ძალიან სამწუხარო. იყო საუბარი იმაზე, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემის აზრით, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ის, თუ რეალურად რა როგორ არის ამ ქვეყანაში

პარლამენტის თავმჯდომარე ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის 23 ოქტომბრის ინტერვიუს სამ ტელეჟურნალისტთან

კომენტარები