მამუკა ბახტაძე

ბახტაძე NGO-ებზე: ხშირ შემთხვევაში, გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები

თქვენ იცით, როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან და აქაც მინდა ძალიან კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ უპასუხებს საზოგადოების ინტერესებს? ის, რაც შეიძლება ჩვენ ვერ დავინახოთ, რომ მოგვცენ ამაზე რეკომენდაცია. მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ? ამის საპასუხოდ ჩვენ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში, გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის ვფიქრობ, გარკვეული წინაპირობაც იმისთვის, რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში

საქართველოს პრემიერმინისტრი პასუხობს ჟურნალიტების კითხვას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის შესახებ.

კომენტარები