მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: გარკვეული ძალები ქვეყანას ექაჩებიან უკან, სადაც პერსონიფიცირებული პოლიტიკა იყო

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს, პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს - ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო მეტი გაძლიერება და ამავე დროს რას ვხედავთ? როდესაც "ქართული ოცნების" მიდგომაა, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის მაქსიმალურად დეპერსონიფიცირება და გადართვა იმ რეჟიმზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, თუ როგორ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტების მუშაობის ხარისხის დაახლოება იმ სტანდარტთან, რაც თითოეულ ჩვენგანს სურს, ამ შემთხვევაში ევროპულ სტანდარტთან, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი და ადგილი იყო ძალიან შეზღუდული. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მესიჯი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს პერსონიფიცირებული ასეთ დონეზე. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის და მე ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და მესიჯები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს გაცხადება დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსა და ამ ინტერვიუს შემდეგ შეფასებებზე ჰკითხეს.

კომენტარები