2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილის შვილი: დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა

მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკითრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - „დედა“ არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან...

ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ - მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული ქმედება. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ...

როდესაც [სალომე ზურაბიშვილმა] ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, იპოდრომზე, ოჯახმა ერთად ვეხვეწეთ, რომ  - "საფრანგეთში დაბრუნდი". ეს იმის გამო, რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. იმიტომ, რომ აქ, საქართველოში პოლიტიკა საშიში კიდევ იყო. ამ შეხვეწებაზე დედაჩვენმა ერთი პასუხი გაგვცა, რომ ბრძოლა იყო ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. ეს სიტყვები დღემდე გვახსოვს...

სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას

ამის შესახებ, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის,სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში მიმდინარე წინასაარჩევნო, შემეჯამებელ შეხვედრაზე თქვა.

კომენტარები