ივანიშვილი: მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს

ზოგიერთი ვაი-ქართველი, სხვანაირად ვერ დავარქმევდი მას, გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. ამით ჩემი აზრით, ხაზს უსვამს ქართულ ისტორიას, უახლეს ისტორიას, საქართველოს ისტორიას... სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი. ხიბლი ჰქონდა მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენი წელიწადია, საზღვარგარეთ მიცხოვრია და ყველას შეგახსენებთ, ძალიან რთულია, რომ შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა და ის, რომ ქალბატონი სალომეს შვილი თემურიც და ქეთევანიც დაიბადნენ საფრანგეთში, გაიზარდნენ საფრანგეთში, ბოლომდე ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში და ასეთი ქართულით საუბრობენ, გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან რთული, ამას ახლავს ძალიან დიდი სამშობლოს სიყვარული, რომელიც გააჩნდათ მათ მშობლებს...

...მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს და კიდევ ერთჯერ, გასაკიცხია ისე ქართველები, ვინც ეჭვს გამოთქვამენ მის ქართველობაში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები