არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მე მაბრალებენ რაღაცა სიტყვებს იმისთვის, რომ მათ საქმეები არ დავაბრალოთ

ცხინვალში ვარ ნამყოფი, სხვათაშორის, 2006 წელს ადგილობრივი არჩევნები ჩავატარე ცხინვალში რა მოხდა იმის მერე, რომ ამის საშუალება დღეს აღარ გვაქვს, რატომ მოხდა? ეს არის ის კითხვები, რომელსაც ვსვამ მე და რომელსაც დავსვამ, რაც არ უნდა მითხრან და რაც არ უნდა დამაბრალონ. იმიტომ, რომ მე მაბრალებენ ვითომცდა რაღაცა სიტყვებს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ საქმეები არ დავაბრალოთ

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ყრილობაზე. აღსანიშნავია, რომ მან არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებასა და "საკუთარი მოსახლეობის" დაბომბვაში. მისი ციტატები რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საპასუხო სარჩელშიც გამოიყენა.

კომენტარები