ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას რომ აუტეხა დებოში, მე არ ვეთანხმები

ძალიან ხშირად მახსენებენ, პირად შეხვედრებში განსაკუთრებით, ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როდესაც ინცინდენტი მოხდა რესტორანში ჩხუბის. გაიხსენეთ, აუდიტის თავმჯდომარე თორდია და ფარცხალაძე. იქ მე კითხვას ვუსვამ პირიქით, რაზეც პასუხი არ აქვთ - რომ თორდია მაშინ ასრულებდა მოვალეობას, ის იყო აუდიტის სამსახურის უფროსი, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე ბოლომდე გარჩეული არ არის. აქ ცალმხრივად ფხიზელ ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილი მთავარი პროლურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ საუბრობს. მას პრესკონფერენციაზე ფარცხალაძის მრიდან აუდიტის სმასახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის შესახებ ჰკითხეს.

კომენტარები