ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: სახელმწიფოს მართვა დემოკრატიით გაცილებით რთულია, ვიდრე დიქტატურით

მაგათ [წინა ხელისუფლების დროს] იყო ტოტალურად შანტაჟირებული ბიზნესი, მათ რიცხვში მედიაც. დღეს პირიქით არის - ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მედიის ან ბიზნესის შანტაჟის არც ერთი მაგალითი არ გვაქვს გარდა ამ გაურკვეველი ჩანაწერებისა,. ისიც აბსოლუტურად ყირაზე არის დაყენებული. ჩემი მიზანი დაბრუნების გახლავთ ის, რომ (მაისში დავბრუნდი, სხვათა შორის. მაისის შემდგომ მოხდა ცვლილებები, ივნისში ახალი ხელისუფლება დამტკიცდა) დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული, ამას სჭირდება ძლიერი გუნდი და ამ ფორმით მართულ ხელისუფლებას უკვე დაეტყო, რომ გუნდში ვერტიკალი იყო ძალიან სუსტი, მარჯვენამ არ იცოდა, მარცხენა რას აკეთებდა. ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა. ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვა დემოკრატიული მეთოდებით გაცილებით რთულია, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით.

შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები, ეს ჩანდა, თითქოს სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას (ძალიან მოკლე ფილოსოფიურ განმარტებას გაძლევთ) და ერთადერთი, ვისაც აქვს ძალის გამოყენების უფლება, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას სახელმწიფომ შეიძლება პასუხი მოსთხოვოს მათ შორის ძალის გამოყენებისაც, ეს იკარგებოდა. ამის მაგალითია, რაც მოხდა იბერიაზე. კაცი არ იხდის ჯიუტად იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. მაგრამ ესე სჯობს, ვიდრე ის, რაც იყო.

თქვა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები