ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი სარალიძეზე: არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს ეს ხელისუფლება

მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად, ეს ჯერ არსად ჩანს, პირიქით იხატება ყველაფერი. 

მე პირიქით, ბატონ ზაზას ვთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ, ძალიან ვწუხვართ მთელი საქართველო იმ ტრაგედიაზე, რაც მოხდა და როგორც განვითარდა, მაგრამ ესე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება პოლიტიზირება, ის რომ ადგილს უნახავს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ხომ ყველამ ვიცით. კარავი იქ რომ დგას, რისთვის დგას. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა, ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ეს არის ხელწერა ახალი ხელისუფლების, ის, რომ სასამართლო იმართება ჩვენგან - პირდაპირ საპირისპიროა. სწორედ რომ პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ არ გაიზიარა და აქედან დაიწყო ყველაფერი. მაგრამ იქ მეორე ინსტანციაა, მესამე ინსტანციაა. პროცესები გრძელდება. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება იმას, რაც ხდება, არ არის საჭირო ქუჩა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული. დაველოდოთ ჯერ კიდევ. სამართალი გრძელდება, არ დასრულებულა, სასამართლოს ვაცადოთ მუშაობა. არც ერთი პრეცედენტი არაა ჯერ კიდევ, რომ კორუფცია ტრიალებს სასამართლოში. არავითარი ხიბლი დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს ასეთ გამოძიებაში. არსად ეს არ იკვეთება. 

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძის და ხორავას ქუჩის საქმეზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესახებ. 

კომენტარები