ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: მხარდამჭერები ობიექტურად განაწყენდნენ, აღვადგენ სამართლიანობას

ძალიან ბევრი ობიექტურად განაწყენებული ქართული ოცნების მხარდამჭერი დღეს არის დარჩენილი. აქაც მე მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას. ის, რაც ვერ მოხერხდა ჩემს დროს და მაშინ თავი უნდა ვიმართლო - ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, ერთი წელიწადი ვიყავი დაახლოებით პრემიერი, მე ძირითადად დაკავებული ვიყავი იმით, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც დესტრუქციული ძალა, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ "ნაციონალები". მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა ზემოთ და რასაც ვერ ვიტყვი დღესაც მედიაში, რა სიღრმეებში იყვნენ ჩასული და როგორი კავშირები ჰქონდათ და რამდენად მძიმე იყო ჩემი მაშინდელი ყოფა, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო.

ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კომენტარები