ივანიშვილი ზურაბიშვილზე: ჩვენ ვიცით ქალბატონების ფასი, ეს უნდა გავაფორმოთ

ეს იქნება ძალიან კარგი გამოხმაურება ჩვენს ისტორიასთან, ეს იქნება ძალიან კარგი ევროპებელებისთვის, რომ ჩვენ პირველი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება, ეს იქნება ეს გენდერული თანასწორობა და ყველაფერი დამოკიდებულებები, რაც ევროპაში ძალიან ფასობს და ჩვენში ეს არის.

თუ იცით ოჯახები, დიასახლისი და მეორე ნახევარი, მე პირველ ნახევარს ვეძახი ძალიან ხშირად მეუღლეებს. ქალს ჩვენთან ფასი აქვს, თუმცა, რეგიონებში სუფრის დროს ეს ირღვევა ხშირად, მახსოვს, მამაკაცი ადრე ასწრებს სუფრასთან მისვლას და, ქალს ეუბნება, რომ მოიტანე, მაგრამ ამასაც საფუძველი აქვს ისტორიული, ადრე კაცი გადიოდა, შრომობდა, არ გავყვეთ ამ თემას, ძალიან ვრცელია და საინტერესო.

ჩვენ გვაქვს ამის კულტურა, ჩვენ ვიცით ქალბატონების ფასი, ეს უნდა გავაფორმოთ და ქალბატონი სალომე არის ძალიან კარგი მაგალითი ამისი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები