ზაზა სარალიძის დაკავება

უგულავა: რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს ივანიშვილის მხრიდან იყო სარალიძის დაცინვა

დავიწყოთ იქიდან, რომ მთავრობაა დამნაშავე, როცა პოლიციელს უკანონო დავალებას აძლევს. უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, ერთი წელია ეს ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს, ეძებს სამართალს და ასე აბუჩად იგდებ და რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს ივანიშვილის მხრიდან სარალიძის კვინტესენცია და დაცინვა იყო. ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან, ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნება, როგორც ჩანს, მაგრამ დავით სარალიძის მკვლელების ხელის დამფარებლები კანონის სრული სიმკაცრით აუცილებლად დაისჯებიან.

თქვა, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მისულმა, ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა - გიგი უგულავამ.

კომენტარები