არჩევნები 2018

ბაქრაძე: ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ, მჯერა, ჩვენი ხალხი მხარს დაუჭერს უკეთეს ხვალინდელ დღეს

ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას სჭირდება უკეთესი და ხვალინდელი დღე, და რაც მთავარია, სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს, ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში და სწორედ ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი, ამიტომ მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, უკეთესი მომავლის სასარგებლოდ

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

კომენტარები