არჩევნები 2018

ზედანია: მიდი არჩევნებზე, მიეცი ხმა და მოვა რწმენა, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება

დემოკრატიის მთავარი ნიშანია განუსაზღვრელობა. არა, გონება კი გეუბნება, რა შედეგი დადგება არჩევნებზე სავარაუდოდ, მაგრამ ის ვერ გაძლევს საკმარის საფუძველს, ამიტომ შენი ოპტიმიზმი ავსებს გონებისაგან დატოვებულ ცარიელ ადგილს. ეს ოპტიმიზმი გაიძულებს, წახვიდე და შენი ერთი ხმა მისცე არჩევნების მილიონიან მაშინერიაში, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ამას დიდი აზრი თითქოს არ აქვს.

მთავარი ამ განუსაზღვრელობის შენარჩუნებაა. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული არაფერია, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი.

ეს ოპტიმიზმია, რაც გვაშორებს იმისგან, რომ მართლა ცუდი ქვეყანა გავხდეთ.

ხოლო თუ ამ ოპტიმიზმს ვერ გრძნობ, მოიქეცი ისე, როგორც პასკალმა ურჩია ადამიანს, რომელიც ღვთის რწმენას ვერ გრძნობს. პასკალი ამბობს: დაიჩოქე, დაიწყე ლოცვა და რწმენა მოვა.

ასევეა პოლიტიკური ოპტიმიზმიც: მიდი არჩევნებზე, მიეცი ხმა და მოვა რწმენა, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.

წერს ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია Facebook-ზე.

კომენტარები