არჩევნები 2018

კალაძე: ქართველები ცოტანი ვართ, კონსოლიდაცია გვჭირდება

მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს და ჯგუფებად დაყოს. შესაბამისად, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების დაყოფა. ერთხელ, უკვე ვნახეთ ეს ყველაფერი როგორი მძიმე იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ. ქართველები ცოტანი ვართ, კონსოლიდაცია გვჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს

თბილისის მერმა ეს განცხადება არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები