არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, დამარცხება არ იქნება

აქტივობა, რამდენადაც ვიცი, ნორმალურია, მაგრამ კიდევ მინდა მივმართო ამომრჩეველს - ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, საქართველოს, თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ირჩევთ, ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა.

რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერია. მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, ეს იქნება პირველ ტურში თუ მეორე ტურში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება და მეორე, ვნახოთ, რა რაოდენობის საჩივრები დაგროვდება, იმიტომ, რომ ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევს ხელისუფლებას პასუხის გაცემა

"ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმა ქუთაისში მისცა.

კომენტარები