არჩევნები 2018

ხოშტარია: ჩვენი გუნდი გაარღვევს შურისძიების, ბოღმის, აგრესიული დაპირისპირების წრეს

მივეცი ხმა დავით ბაქრაძეს, რადგან ის არის ადამიანი და ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გაარღვევს ამ შურისძიების, ბოღმის რევანშის და აგრესიული დაპირისპირების წრეს და იქნება პასუხისმგებელი ხალხის და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინაშე. ეს არის ის პერსპექტივა, რომელიც დღეს საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება, ეს არის ის პერსპექტივა, რომელიც საქართველოს მოუტანს ქვეყნის შიგნით და გარეთ იმას, რასაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გააკეთოს არჩევანი. ქართულ ოცნებას აქვს სურვილი, რომ მხოლოდ ისინი მივიდნენ ვის მობილიზებასაც ადმინისტრაციული რესურსით ახდენს. ვერავინ ვერ გაიგებს ვის აძლევს ხმას, თქვენი სინდისის გულის და გონების მიხედვით აიღეთ ეს პასუხიმგებლობა ქვეყნის წინაშე.

ევროპული საქართველოს წერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები