არჩევნები 2018

ქობულია: ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, რომელიც დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში

არჩევნებზე ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა, როგორც მისმა პრეზიდენტმა. მას შეუძლია, მაქსიმალურად დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა დემოკრატია; ევროპისა და სხვა განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში მისცა.

კომენტარები