არჩევნები 2018

სააკაშვილი: ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად

ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, მომდის მთელი ინფორმაცია. ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად, მეგობრებო, ძალიან მაგრად. იმაზე მაგრად ვიდრე წარმომედგინა. მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს და ოცნების შტაბის წევრებსა და დამკვირვებლებს - შედეგი უკვე განპირობებულია, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას, ჩაყრის, გაყალბების, ნუ შეასრულებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არავის შეეხება, სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები და ვერავინ გაიაზრებს ვერანაირ რევანშს ან უბედურებას, ოღონდ ახლა არავინ არ აიღოთ თავზე ხელი. ყველანი ქართველები ვართ ხალხო! ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ! დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე. არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური დავალებები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook გვერდზე არჩევნების მიმდინარებას ეხმაურება.

კომენტარები