არჩევნები 2018

ზურაბიშვილი "ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლზე: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი

მე მინდა, პირველ რიგში ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ მაინც ის ვთქვა, თუმცა ეს არის დამაჯერებელი უკვე გამარჯვების წინაპირობა, ეს მაინც არ არის ჯერ ცესკოს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები ამიტომ, დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკოს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე, ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი.

ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლის შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო

პრეზიდენტობის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის პირველივე ტურში, 52.3%-ით იმარჯვებს.

კომენტარები