არჩევნები 2018

მდინარაძე: ხალხისგან გაფრთხილება მიღებულია... მხოლოდ შიდა კვლევებზე დაყრდნობა არ იყო სწორი

საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია. ჩვენ შევძელით, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიგვეღო და კიდევ ერთი გამოცდა ჩაგვებარებინა დემოკრატიაში. აღქმა იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში იგებდა არჩევნებს, იყო აქედან გამომდინარე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ შიდა პარტიულ კვლევებზე დაყრდნობა ამ შემთხვევაში არ იყო სწორი. პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. უამრავი პრობლემა დახატული "რუსთავი 2"-ის მიერ  კონკრეტულად, რაც იყო აბსოლუტურად უტრირებული, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდით სიცრუეებსაც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, მდინარაძე აცხადებდა, რომ კოორდინატორებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მხარდაჭერილი კანდიდატი "დამაჯერებლად იმარჯვებდა".

კომენტარები