გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი არჩევნებში მის შანსებზე: 2013-ში, იმაზე ნახევარი რესურსით, რაც წელს დახარჯეს, 62% ავიღეთ

ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არის რეალური წარსულიც. 2013 წელს ქართული ოცნების მხარდაჭერით, ნახევარი ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ნახევარზე ნაკლებით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ხოლო არც ერთი გამგეობა, ასე ვთქვათ, რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა (ისე არ იყო, როგორც ახლაა, როცა ყველა სტრუქტურა ქართული ოცნების ხელშია, არამედ არც ერთი ჩვენს ხელში არ იყო, მაშინ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელში), ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია - 62%. შესაბამისად, ეს არის ფაქტობრივი პასუხი, რა იქნებოდა, დანარჩენი ჰიპოთეტურია.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს კითხვას, მისი აზრით, როგორი შედეგი ექნებოდა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

კომენტარები