არჩევნები 2018

პრეზიდენტი: ემოციურად ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა

ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ იყო შემთხვევები, რომლებიც გაზიარებულ იქნა მედიით და დაფიქსირდა ისეც, რომ იყო შემთხვევები ამომრჩევლის მოსყიდვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ამომრჩეველი ყველაზე წმინდას და ყველაზე ძლიერს, რაც მას, როგორც მოქალაქეს აქვს - თავის ხმის, რომ განაპირობოს ხელისუფლების ფორმირება, გაყიდვის წინაშე დგას, ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა იქიდანაც გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ ვხედავ როგორ უჭირს მოსახლეობას, რა მძიმე ეკონომიკური ფონია, რა მძიმე ვითარებაშია თუნდაც რამდენიმე ჩვენი მოქალაქე, რომ ყველაზე წმინდა სამოქალაქო მანდატი შეიძლება გაცვალონ. ძალიან მძიმეა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ მაჩვენებს იმ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, იმ მძიმე სოციალურ ფონს, რომელიც ყოველთვის მთრგუნავდა და ახლაც მთრგუნავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს კითხვას, რა იყო მისთვის ყველაზე მძიმე დარღვევა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს შორის.

კომენტარები