არჩევნები 2018

კუკავა: არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი

მე პირადად, არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთ ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი, თუმცა გვექნება პარტიული შეკრება. თვითონ ადგილობრივ ორგანიზაციებში სხვადასხვა განწყობებია და უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინდა პირველი ტურიც შევაფასო, რომ ეს ყველაფერი არის იმ უტიფარი სახეების დამსახურება, რომლებიც ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. ამიტომ, მე ნამდვილად არ მენაღვლება, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ საერთოდ ფიქრობს მეორე ტურის მოგებას და თუ უკვე კაპიტულაცია არ აქვთ გამოცხადებული, პირველ რიგში უნდა გადადგნენ პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ორი კლოუნი თუ არ გადადგა, არანაირი საუბრები იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს განახლებას და მან რაღაც გაიგო და რაიმეს მიხვდა თავისი შეცდომებიდან, ეს არის ცარიელი ლაპარაკი

”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე,პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა

კომენტარები