არჩევნები 2018

მეზვრიშვილი: არჩევნების პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15-მდე პირი

არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა.  რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი იყო ნაციონალური მოძრაობის, ხოლო მეორე ქართული ოცნების წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები