მარიხუანას ლეგალიზაცია

მეზვრიშვილი: პირი "განგრეულ კაიფში" ზის საჭესთან და გაქვთ კითხვა, რატომ ისჯება ის?

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე თქვა, რომ არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მიზნები რა მიზნითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გარკვეულ ადგილებში, გარკვეულ სივრცეში, გარკვეული პირების მიერ, შეიძლება აიკრძალოს. ყველაფერი ხომ შედარებითია? გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მარიხუანაზე მაქვს საუბარი, ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და დღეს თქვენ არ გინდათ ის, რომ ასეთი საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, როდესაც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, დავსაჯოთ. [...] იმაზე არ ვსაუბრობ, 3 დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. 2 საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო - "განგრეულ კაიფშია" პირი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, იმიტომ რომ სხვა შესატყვისს ვერ ვფიქრობ უბრალოდ, რომ სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ, ასეთი პირი რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით.

ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე გააკეთა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის გადაუდებელ საჭიროებაზე ისაუბრა. კომენტარს შსს ავრცელებს.

კომენტარები