პროპორციული არჩევნები

უგულავა: "ოცნებამ" რაც ცუდი იყო, ყველაფერი გააათკეცა და რაც კარგი იყო - დაივიწყა

როდესაც ჩვენ გვაქვს შიში, რომ ძალოვნები შეიძლება კიდევ იყვნენ დაუბალანსებელი (რომელიც დღესაც არ არის დაბალანსებული და ვხედავთ, ფარცხალაძე რეებს აკეთებს), ამის ერთადერთი სწორი გამოსავალია პროპორციული არჩევნები. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ის ხელისუფლება, იმ დოზით მხარდაჭერილი, რა დოზითაც მას არჩევნებზე დაუჭერს ხალხი მხარს და არა ის ხელისუფლება, რომელიც მიიღებს 40%-ს, მაგრამ გააკონტროლებს 80%-ს.

ეს სისტემა, რომელიც გვაქვს 1995 წლიდან, არის წყევლა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ და არ შევცვალეთ, მაგრამ ვთქვით, რომ 2012 წელს, შერეული სისტემით ბოლო არჩევნები ჩატარდებოდა. ქართულმა ოცნებამ, როგორც ყველა სხვა სხვა საკითხში, რაც ყველაფერი ცუდი იყო, გააათკეცა და რაც კარგი იყო - დაივიწყა, შესაბამისად, ეს ყველაფერი 2024 წელზე გადაიტანეს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს.

კომენტარები