არჩევნები 2018

ლომია: სამოქალაქო ომის წინაშე ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ენმ-მ არ გაიმარჯვოს

სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ არ გაიმარჯვოს... თუ ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით ნაციონალური მოძრაობა იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობს

პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ უთხრა. ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც თქვა, რომ "თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით".

კომენტარები