არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? თანამებრძოლები მივატოვო? არა

რუსთავი ორი ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა? მხარდაჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა.

მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ იცით - რა გინდათ საქართველოსთვის, მჯერა, რომ თქვენც კარგად ხვდებით - დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, როგორი გვინდა იყოს საქართველო, ეს არის მეორე ტური, და ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი, მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა, საქართველოს თანამედროვე მომავალი

ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

კომენტარები