არჩევნები 2018

სააკაშვილი: არანაირი "ნაციონალების დაბრუნება" არ ხდება, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია

არანაირი ე.წ "ნაციონალების დაბრუნება" ხელისუფლებაში არ ხდება, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია, რაც ახლა შეიქმნა. ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი. აქ დღეს იყო შეხვედრა გია ვაშაძესა და რესპუბლიკურ პარტიას შორის, რომელიც ყოველთვის გვაკრიტიკებდა, ძაან კარგი ქალბატონები არიან იქ ლიდერები, მაგრამ მე მათგან ჩემზე ტკბილი სიტყვა მაინცდამაინც არ მახსოვს ცხოვრებაში... აქ არიან სხვა პარტიების წარმომადგენლები, აქ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება, პოლიტიკაში აქამდე არ იყვნენ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის Live-ში.

კომენტარები