არჩევნები 2018

რატიანი "ოცნებას": ყოველთვის, როცა აგებდით და თავს სუსტად გრძნობდით, ძალადობდით

დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და თქვენ გაქვთ სერიოზული კრიზისი. დემოკრატიის ტექსტი მაშინ არ არის, როცა იგებთ, ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც აგებთ არჩევნებს. თქვენ ყველა იმ შემთხევაში, როდესაც აგებდით და სუსტად გრძნობდით თავს, მიმართავდით ძალადობას. 

თქვენ მიმართეთ ძალადობას კორცხელში, თქვენ მიმართეთ ძალადობას წელს ზაფხულში ევროპული საქართველოს ადიგენის რაიონული თავმჯდომარის, ზურა შაინიძის მიმართ. გუშინ რაც თქვენ გააკეთეთ ახალქალაქში, იყო ამაზრზენი - თქვენ დააარბიეთ გრიგოლ ვაშაძის შტაბი და იძალადეთ ამ ადამიანებზე. ეს არის ცუდი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეთნიკურმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა გითხრეს თქვენ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და მე მართლაც მეამაყება, რომ მათ დაიცვეს ნაციონალური ინტერესები, დადგნენ და გიპასუხეს ისე, როგორც მთელმა საქართველომ. თქვენ წააგეთ თითქმის ყველა დიდი ქალაქი. 

თქვენ გააცნობიერეთ, რომ მას შემდეგ, რაც დავით ბაქრაძემ და ევროპულმა საქართველომ მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ამის შემდეგ უპირატესობა არის 10% მინიმუმ. ამიტომ თქვენ უნდა მოიქცეთ ადეკვატურად. 

ბევრჯერ მითქვამს, როგორც აგდებული ქვა არ აცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. 

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები