სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი "ოცნებას": წაიკითხეთ ზურაბიშვილის წიგნი და მიხვდებით, რატომ ეძახიან მოღალატეს

მე არ ვიცი, უმრავლესობის პატივცემულ წევრებს წაკითხული აქვთ თუ არა სალომე ზურაბიშვილის წიგნი, რომელიც თქვენთვის ქართულად ვთარგმნეთ და გინახავთ თუ არა, რომ ქალი, რომელსაც თქვენ თამარ მეფეს ადარებთ, გაბრაზებულ წერილებს სწერს აშშ-ს მთავრობას, რატომ აძლიერებთ ქართულ ჯარსო. წაკითხული გაქვთ თუ არა, მისი მიწერილი წერილები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, როდესაც კაბინეტიდან მოხსნილმა გაბრაზებულმა მინისტრმა საკუთარი ბოღმით გადაწყვიტა მოევლო მთელი მსოფლიო და საკუთარი ქვეყანა დაედანაშაულებინა ომის დაწყებაში. წაიკითხეთ ეს წიგნი, წაიკითხეთ ეს წერილები და მერე ვნახავთ, რატომ გაგიკვირდებათ, რომ ქართველი ხალხი მას ეძახის იმას, რაც ეკუთვნის - მოღალატეს!

"ნაციონალური მოძარობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის პლენარულ სესიაზე

კომენტარები