თბილისის ზოოპარკი

გურიელიძე: ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა, გრანდი თავს კარგად გრძნობს, გართობის ხასიათზეა

ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენმა მეგობრებმა, სამხრეთ აფრიკელმა ვეტექიმებმა ბრწყინვალედ იმუშავეს. გრანდი თავს კარგად გრძნობს, ფეხზეა. გართობის ხასიათზეა, ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, შემდეგი დღეები მოვლა და ყურადღება სჭირდება, რათა ჭრილობა არ გაურთულდეს. რა თქმა უნდა, მოვლას არ მოვაკლებთ

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე სპილო გრანდის ურთულეს ოპერაციაზე. გრანდის ეშვი ამოუღეს და ის ნარკოზიდან უკვე გამოვიდა. მის ოპერაციას BBC სერიალის ერთ ეპიზოდს მიუძღვნის.

კომენტარები