არჩევნები 2018

კახიძე: ტყიბულელებმა ბატონ ბიძინას ფული გამოართვეს და ხმა ოპოზიციას მისცეს

ერთი სახალისო ამბავი მინდა გითხრათ ტყიბულის არჩევნებიდან. მეშახტეებს უთხრეს, შახტა დაიხურება, თუ "ორმოზდარვას" არ შემოხაზავთო, სამსახურების უფროსები დაიბარეს და გაშვებით დაემუქრნენ. ბლომად ფული დაარიგეს.

ტყიბულის მაღაზიებმა არჩევნების დღეს ბრუნვა გააორმაგეს. 10-ლარიანებს ვერ ნახავდით სალაროებში, სულ ტკიცინა 50-ლარიანები ფრიალებდა. ქოცები წარბებს ილოკავდნენ კმაყოფილებისგან.

ტყიბულელებმა ბატონბიძინას ფული გამოართვეს და ხმა ოპოზიციას მისცეს. ადმინისტრაციული რესურსით დასახლებული უბნები, სადაც არჩევნებზე შეხვედრას ვერ ატარებდი - იქაც წააგო მთავრობამ.

მე მაქვს წინადადება ქოცებთან - გაზარდეთ ფსონი და 50 ლარის ნაცვლად, 100-100 დაარიგეთ, ხალხს ნისიები აქვს და რამე ხეირს მაინც ნახავს თქვენგან. )))

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე Facebook-ში წერს.

კომენტარები