არჩევნები 2018

პაპუაშვილი: მოსახლეობასთან ის მოფერება და ყურადღება უნდა შედგეს, რაც გაწყდა თითქოს

ამ ერთ თვეში უნდა მოხდეს რა - ცრუ დაპირებებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი და "არიქა, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ". არ შეიძლება ასე ლაპარაკი. უნდა აღდგეს ის კომუნიკაცია, რა სასაუბრო ენაც გვქონდა ჩვენ მოსახლეობასთან, ისინი კვლავ უნდა დააჯერო, რომ შენ იმ სიკეთის გამკეთებელი ხარ, რაც ჩაფიქრებული გაქვს, რა სიკეთის გაკეთებასაც შეუდექი და გაკეთებული გაქვს კიდევაც. ეს კონტაქტი უნდა დადგეს, ეს მოფერება, ეს ყურადღება უნდა შედგეს, რაც გაწყდა თითქოს და პირისპირ უნდა დაუდგე მოსახლეობას, გაუცხოება მოხდა და ამ გაუცხოების მინიმუმამდე დაყვანა შედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მეტად შეგვიძლია, ვუპატრონოთ ქვეყანას და გვიყვარდეს ჩვენი მოსახლეობა, ვიდრე პენსიებს და ქვეყნის ტერიტორიების (ჯერ რომ დაკარგეს) დაბრუნებას რომ პირდება ადამიანებს, ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ, ქვეყანას არ უნდა გავებუტოთ

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები