არჩევნები 2018

თალაკვაძე მხარდაჭერებს: ვიქნებით ყველგან, სადაც ენმ ეცდება, შეურაცხყოფა მოგაყენოთ

ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული    შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა ნაციონალური მოძრაობა განსხვავებულ აზრს. მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და თითქოს ღირებულებები  შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე. 

ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს  იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიმართ ამ დღეებში გამოავლინეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები