არჩევნები 2018

ხაინდრავა: სააკაშვილი იყო რუსეთის უშიშროების თანამშრომელი, ახლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს ვაშაძე

7 ნოემბერს იქნება აქცია, რომელიც გეგმაზომიერად დაიგეგმა. ამას მოყვება ჩვენი გასვლები რეგიონში, გასანკუთრებით იქ, სადაც სიცრუეში, სიყალბეში და ცილისწამებაში ამყოფეს ხალხი, ატყუებდნენ პენსიონერებს, რომ 400 ლარი ექნებოდათ პენსია. ეს ყველაფერი რუსეთის უშიშროებაში დაგეგმილი პროექტია და ეს ნათელია, არანაირი 400 ლარის მიმცემი ვაშაძე არ იყო, პრეზიდენტს მაგის უფლება არ აქვს და ისევე, როგორც სააკაშვილი, რომელმაც მიართვა რუსეთს თეფშზე საქართველოს ტერიტორიები, გადაარქვა ახალგორი ცხვინალის რეგიონის იმ ნაწილს, რომელიც არასდროს არ იყო შემადგენლობაში იმ რეგიონის, გადაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ეს ყველაფერი რუსეთს გადასცა, ეს რუსული პროექტის ნაწილი იყო და ახლა შემდეგი ეტაპი დადგა. ის რიგითი სააკაშვილი იყო, რიგითი რუსეთის უშიშროების თანამშრომელი, ახლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს ვაშაძე, რომელიც ანდროპოვის მოღვაწე არის უშიშროების სამსახურების რუსეთის და ეს არ გამოვა. სამწუხაროდ, ეს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად გასაგებია, მაგრამ გავაგებინებთ, ყველგან ჩავალთ, სადაც ეს ვერ გაიგეს და ყველგან ავუხსნით ამ ხალხს, რომ ეს ვერ მოხდება საქართველოში.

ვერის პარკში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქცია პირველ საათზე დაიწყო და დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

კომენტარები