მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ხაზარაძე გამოვარდა დუბინკით და მერაბ კოსტავას შემოახია ერთადერთი პალტო 

ამ დღეებში წამოვიდა ჩემზე შეტევები. მამაუკა ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ დესტაბილიზაცია იქნება, თუ "ქოცები" წააგებენ არჩევნებს და თუ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება. მამუკა ხაზარაძეს მინდა ვამცნო პასუხი. ჯერ ერთი ახლა, არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ ამ კაცმა ვერ ისწავლა ვერაფერი ცხოვრებაში. ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. "გეპეის" კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდა იქიდან დუბინკებით, ის და მისი ბაივიკები და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ჰქონდა ცხოვრებაში, საცოდავს, რომელიც ციხიდან იყო ახალი გამოშვებული, შემოახია ეს პალტო მთლიანად მამუკა ხაზარაძემ. ეს კაცი უსინდისოდ ამტკიცებს რომ თურმე, ჩემ დროს ძალიან ცუდად იყო. მართლაც, ჩემ დროს ხალხს არ ვაძარცვინებდი, მაგრამ, კარგად მახსოვს, ლისის ტბაზე, როცა გადასახდელი გვქონდა 180 მილიონი დოლარი თუ არ ვცდები და იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მესამედი გადაახდევინა სახელმწიფომ, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ და დღეს, ლისის ტბა საკუთრებაში აქვთ. რაღაცეები გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა წავიდა შემხვედრ კურსზე და არ შეუშალა ხელი. 

ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები