მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საიდან გაუჩნდა რუსების გადაღებული ვიდეო "იმედს" 2 სთ-ში, თუ ერთად არ მუშაობენ?

ამ დღეებში ლაპარაკი იყო, აი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის აგენტია. რუსები ჩვენ არჩევნებში მართლაც ერევიან. მივიღეთ ინფორმაცია რომ რუსთავი 2-ის საიტი , ფაქტობრივად დადასტურებულად გათიშეს რუსებმა. ასევე ჩემი ელექტრონული ფოსტა დაანგრიეს რუსებმა. ასევე, ვარშავაში ლიფტში გადამიღეს და "იმედმა" გაუშვა მერე ეს ვიდეო და გადამიღეს რუსებმა, როგორც გაირკვა და ლიფტში უბრალოდ ვსაუბრობ ჩემი ოჯახის წევრთან არაფერზე, მაგრამ თავისთავად ეს "იმედის" დონეზე არ მეტყველებს, რომ გადაღებული ვიდეო მიიღეს 2 საათში. მაინტერესებს, საიდან გაუჩნდათ რუსების გადაღებული ვიდეო "იმედს" ორ საათში, თუ ერთად არ მუშაობენ, ჰა? 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები