არჩევნები 2018

ვაშაძე: უგულავას განცხადებას ოქრუაშვილზე არ შევაფასებ, ჩემთვის ყველა მოქალაქე ღირებულია

[გიგი უგულავას] ამ განცხადებას არანაირად არ შევაფასებ. ბატონ ირაკლის შევხვდი, ყველაფერი ნახეთ, რადგან ადამიანმა თითქმის უკვე გააკეთა მხარდამჭერი განცხადება. ჩემთვის საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად ღირებულია. მოდით ასეთი რაღაც გავაკეთოთ – მივხედოთ საქართველოს, მივხედოთ სამშობლოს, მივაღწიოთ იმას რომ თავისუფლად ვიცხოვროთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში, შემდეგ დავჯდეთ და იდეოლოგიურად და პიროვნულად ვიკამათოთ

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გიგი უგულავას მიერ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას facebook-ზე გამოეხამაურა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან მორალურად უმძიმესია.

კომენტარები