არჩევნები 2018

ყაველაშვილი: ცხვირში კოკაინშეყრილი ადამიანი გვერთვება და კულტივაციაზე საუბრობთ?

კოლეგებო, შეიძლება მეც დავარღვიო ბიუროს ფორმატი, მომიტევეთ, მაგრამ ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ის არსება რომელიც ამსტერდამში ზის ოთხ კედელს შორის და სკაიპით ერთვება ჩვენს მოსახლეობას, ყურსასმენ-გარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი ადამიანი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით? ადამიანმა, რომელმაც მოწამლა მთელი ერი, არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი, თუ მთავრობაში არ აპირებს მოსვლას. არ დავუშვებთ, სულ ყოველთვის ვერიდები ამ 9 წელზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემმა შვილმა დამისვა კითხვა, რა გააკეთეს ასეთიო. იმიტომ რომ 16 წლის არის და მართლაც არ ყოფილა მისთვის ცნობილი, რას აკეთებდით თქვენ. ჩემს სფეროს შევეხები, ბატონო რომან, იმასაც აღვნიშნავ, რომ ფეხბურთი გიყვართ ძალიან და ხშრად გვაქვს საუბარი და საკმაოდ კარგი გემოვნება გაქვთ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ცუდი გემოვნება გაქვთ, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. მარტო ფეხბურთში, რომელს სკოლაში დადიოდით, ფეხბურთზე ხომ დადიოდით?! 35-ეში დადიოდით?! სად არის 35-ე სკოლა, განადგურებული რომ არის, იცით?! ნორჩი დინამო იცით? ვის დროს განადგურდა?! შევარდნაძეს არ გაუყიდია და ფაქტები მაქვს. ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწვრთნელები, 10 მილიონი გადაიხადეთ და დააბოლეთ მთელი საქართველო, რომ ევროპაზე და მსოფლიოზე გახვიდოდით და ეს ფული ვის გაატანეთ და რა ატკატები გააკეთეთ, ეს ყველაფერი, ჩვენმა მოსახლეობამ ჯერჯერობით შეიძლება არ იცის. თქვენი ბატონი, ეს კოკაინ შეყრილი ცხვირში, მთელი მთავრობა ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა და გაღვიძებამდე მოასწრო ერთმა ფრთამ ნაციონალების, რომ აირჩევდნენ გიორგი ნემსაძეს და მეორე ფრთა მივიდა საჩივლელად. თქვენ გინდათ რომ ეს დააბრუნოთ, გინდათ რომ ეს დაგაბრუნებინოთ?! ეს გაუწონასწორებელი, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი ვინ არის. ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს და ის ინსტიქტები, რომელიც მიძინებული გვქონდა და დღეს შეცდომად აღვიქვამთ, რომ კოაბიტაციაში შევედით თქვენთან, ეს იყო შეცდომა, თუმცა გვინდოდა, რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება და იქნებ განვითარებაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება. აი როგორც შეერთდით ახლა და ილუსტრაცია მოხდა მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ვინა ხართ და რას წარმოადგენთ, დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ გაგისტუმრებთ ქართველი ერი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები