არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: თუ დავმარცხდით, დრამატული არაფერი ხდება, პრეზიდენტს სიმბოლური დატვირთვა აქვს

მე მგონი, რომ ჩვენ ეს რეალობა არ დაგვიდგება, ჩვენ ასეთი განცდა გვაქვს. თუმცა, ბუნებრივია გადაწყვეტილებას მოსახლეობა იღებს. წინა არჩევნებში საკმაოდ ახლოს დადგა შედეგები და შესაბამისად, ასეთი 100%-იანი სირწმუნით და თუნდაც 90%-იანით თქმა შეუძლებელია. თუ ასეთი შედეგი მივიღეთ, რა ვიცი, მე მგონი, ისეთი დრამატული არც არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ პრეზიდენტს საკმაოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ პოლიტიკურად შეიძლება ამას ძალიან მძიმე პროცესები მოყვეს.

ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე სპიკერი ჩუგოშვილი დიანა ტრაპაიძის კითხვას, თუ რა მოხდება ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში.

კომენტარები