პრემიერი: ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა, სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს. ჩვენ კონკრეტული გზანილი მივიღეთ საზოგადოებისგან და ბუნებრივია, მას სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საზოგადოება საჭიროებს სწრაფ შედეგებს, გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ, გავიაზრეთ ეს გზავნილი, ვიცით რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მოკლე დროში

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

კომენტარები