ბახტაძე: გავიაზრეთ საზოგადოების გზავნილი, ვიცით, რა და როგორ არის გასაკეთებელი

ჩვენ კონკრეტული გზავნილი მივიღეთ საზოგადოებისგან და ბუნებრივია, მას სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საზოგადოება საჭიროებს სწრაფ შედეგებს, გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ, გავიაზრეთ ეს გზავნილი, ვიცით რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მოკლე დროში.

საზოგადოების გზავნილი არის ძალიან ობიექტური. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ამასთან ერთად, გვესმის, რომ ეკონომიკური გამოწვევები ქვეყანაში  არსებობს, განსაკუთრებით, რეგიონში გაზრდილი ტურბულენტობის ფონზე, შესაბამისად, საჭიროა ჩვენი სოციალური პოლიტიკის დაკორექტირება და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. გაცილებით მეტი პროგრამაა გასაკეთებელი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. აუცილებლად შესაქმნელია ახალი შესაძლებლობები ჩვენი პედაგოგებისთვის და ამავე დროს  ახალგაზრდებისთვის.

სწორედ ახალგაზრდული პოლიტიკა არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ ეკონომიკურ გამოწვევაზე ვისაუბროთ, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ, ამავე დროს, მინდა დარწმუნდეთ, გვაქვს სრული მზაობა, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ადეკვატურად, ისე, რომ უმოკლეს ვადებში საზოგადოებამ ეს იგრძნოს

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ვიდეომიმართვას ეხმაურება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები